საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში (DPPHSS)

 

განხორციელების ვადები: 2018-2021

 

მედიცინის ფაკულტეტი ჩართულია ევროკავშირის ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში  პროექტის  „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში“  განხორციელებაში. პროექტი ამოქმედდა 2018 წელს და მისი ხანგრძლივობაა სამი წელი (2018-2021წწ.). 

 

პროექტის მიზანია სადოქტორო პროგრამის შემუშავება და დანერგვა, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით უახლესი ცოდნის შეძენისკენ, კვლევითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშვებაზე, რომელიც ამავე დროს მჭიდრო კავშირშია სოციალურ მეცნიერებებთან. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთში სოციალური და ჯანმრთელობის მომსახურების თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებას დიპლომისშემდგომი პროგრამის განვითარებით, დარგისთვის მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადებით, რომელთაც მომავალში შეეძლებათ სფეროში არსებული საჭიროებების დროული შეფასება, პროგრამების შემუშავება და საზოგადოებრივ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მიზნობრივი აქტივობების განხორციელება. პროექტი ასევე მოიაზრებს საჭირო თემატიკის გათვალისწინებით ახალი სასწავლო მოდულების მომზადებას და მათ კომბინაციას.

 

პროექტის მონაწილე ინსტიტუციებია:

  • ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი (საქართველო)
  • მ. ჰერაცის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)-პროექტის კოორდინატორი
  • გოტენბურგის უნივერსიტეტი, მედიცინის ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის სამედიცინო სტატისტიკის განყოფილება (შვედეთი)
  • კლუჯ-ნაპოკას ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი (რუმინეთი)
  • ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)
  • სლოვაკეთის სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტი (სლოვაკეთი).
  • დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ნაციონალური ცენტრი (სომხეთი)
  • ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური სამსახურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი (სომხეთი)
  • ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (საქართველო)
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (საქართველო)
  • საქართველოს უნივერსიტეტი, ჯნამრთელობის მეცნიერებათა სკოლა (საქართველო)
  • სომხეთის განათლების სამინისტრო (სომხეთი)
  • შრომისა და სოციალური კვლევების ნაციონალური ინსტიტუტი (სომხეთი)

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.